იავის ზღვაში სამგზავრო გემი ჩაიძირა - 6 ადამიანი დაიღუპა, 129 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ჯკ

ინდონეზიასთან, იავის ზღვაში სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა, 129 პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მაშველებმა 108 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-საშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ხომალდის ჩაძირვის მიზეზს გამოძიება დაადგენს