იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პაკისტანის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პაკისტანის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც სანაე ტაკაიჩიმ აღნიშნა, საუბრის დროს, პატივისცემა გამოხატა პრემიერ-მინისტრ შარიფისა და პაკისტანის სხვა ოფიციალური პირების მედიაციის მცდელობების მიმართ, ისლამაბადში გამართულ აშშ-ირანის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გამოთქვა მხარდაჭერა ამ ძალისხმევის მიმართ.

იაპონიის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს - "გადავეცი იაპონიის პოზიცია, რომ სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაციის რეალურად მიღწევა, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია ამ მოლაპარაკებების გზით საბოლოო შეთანხმების უახლოეს ვადებში გაფორმება.

გარდა ამისა, განვმარტე, რომ იაპონია აქამდეც ინარჩუნებდა კომუნიკაციას როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ირანთან და აძლიერებდა დიპლომატიურ ძალისხმევას ვითარების სწრაფი დეესკალაციისთვის.

ამის საფუძველზე, ხაზი გავუსვი, რომ გადაუდებელი ამოცანაა სტაბილურობის აღდგენა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ლოგისტიკის სასიცოცხლო ცენტრი და საერთაშორისო საზოგადოებრივი სიკეთეა. ასევე, უცილებლად მივიჩნევ ყველა ქვეყნის, მათ შორის იაპონიისა და აზიის სხვა სახელმწიფოების გემებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაციის რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოფას.

პრემიერ-მინისტრმა შარიფმა მოგვაწოდა ინფორმაცია ისლამაბადში გამართული აშშ-ირანის მოლაპარაკებებისა და პაკისტანის დიპლომატიური ინიციატივების შესახებ. მან გამოთქვა სურვილი, გააგრძელოს იაპონიასთან თანამშრომლობა ვითარების დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით.

აქამდე მთავრობა დიპლომატიურ ინიციატივებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებდა. განვიზრახავ, პირადად და პროაქტიულად გავაგრძელო მუშაობა ამ მიმართულებით".