ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკიდან გადავიდა. ბოინგი 747-481, რომელიც ავიაკომპანიას Emirates ეკუთვნის დუბაიდან მოფრინავდა, თუმცა დაშვებისას დამცავი ღობე გაარღვია, საპატრულო მანქანას დაეჯახა, რა დროსაც აეროპორტის 2 თანამშრომელი დაიღუპა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი ორად დაიშალა, მისი ნაწილი კი ზღვაში აღმოჩნდა. ამასთან, ეკიპაჟის ოთხივე წევრი გადარჩა. ისინი ხომალდიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
აეროპორტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაშვებისას ეკიპაჟს სწორი ინსტრუქციები მისცეს. ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.