ჰილარი კლინტონმა კონგრესს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის შესახებ ჩვენება მისცა - „ჯეფრი ეპშტეინს არ ვიცნობდი“

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კონგრესს ჩვენება მისცა, სადაც ჯეფრი ეპშტეითან საკუთარი, ასევე მისი მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის კავშირებზე ისაუბრა.

დახურული ჩვენების შემდეგ ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ „ ყველა კითხვას მაქსიმალურად უპასუხა“.

„არ ვიცი, რამდენჯერ მომიწია მეთქვა, „ჯეფრი ეპშტეინს არ ვიცნობდი“, – განუცხადა კლინტონმა ჟურნალისტებს.

ჰილარი კლინტონის თქმით, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულთან დაკავშირებით გასამართლებულ გისლეინ მაქსველს ახლოს არ იცნობდა და რომ მაქსველი 2010 წელს, მისი ქალიშვილის ქორწილში მიწვეული სტუმრის თანმხლებ პირად მივიდა.

„სიენენთან“ საუბრისას, კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ეპშტეინის დანაშაულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კლინტონს ყველაფერი არ უთქვამს.

როგორც ცნობილია, ბილ კლინტონი ჯეფრი ეპშტეინს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მასთან ურთიერთობა 20 წლის წინ გაწყვიტა. კლინტონებმა არაერთხელ უარყვეს ეპშტეინთან დაკავშირებული დანაშაული.