მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს

იარაღი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 13 ცალი ცეცხლასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.

აღნიშნული უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღები მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავარძელსა და საბარგულს შორის, მოწყობილ სამალავში გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.