პროკურატურა კადრებს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ფიგურირებენ
1770722243
არსებობს რეჟიმები, რომლებიც გაცილებით ცენტრალიზებული და ტოტალიტარულია, ვიდრე ირანის, თუმცა ვიდრე ისინი გლობალურ პრობლემებს არ იწვევენ, მათ მიმართ გლობალური პრეტენზიები არ არსებობს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს.
ფიდანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მას მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ანკარა ასევე კონტაქტზეა ამერიკულ მხარესთან.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი დაჟინებით მოითხოვს ურანის გამდიდრებას და ამავდროულად ინარჩუნებს უზენაესი ლიდერის რელიგიურ ბრძანებულებას, რომელიც ბირთვულ იარაღს კრძალავს.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა არ გადადგა ნაბიჯები გამდიდრებული ურანის იარაღად გადაქცევის მიმართულებით და არ ფლობს ბირთვულ იარაღს. ფიდანის განცხადებით, დაძაბულობის რეალური წყარო რეჟიმის ტიპზე მეტად პოლიტიკის არჩევანშია.
„პრობლემა თავად რეჟიმში არ არის. პრობლემა რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაშია. რა თქმა უნდა, რამდენად შეიძლება ამის რეჟიმისგან გამოყოფა, სხვა დებატების თემაა, მაგრამ არსებობს რეჟიმები, რომლებიც გაცილებით ცენტრალიზებული და ტოტალიტარულია, ვიდრე ირანის, თუმცა ვიდრე ისინი გლობალურ პრობლემებს არ იწვევენ, მათ მიმართ გლობალური პრეტენზიები არ არსებობს. არავის აინტერესებს, როგორი რეჟიმი ჰყავთ“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.