დადგენილია სიმპტომები, რომელიც ინფარქტამდე, ან ინსულტამდე რამდენიმე წლით ადრე ვლინდება - კვლევა
1759177172
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე უკრაინა Patriot-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო დანადგარს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პისტორიუსმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ბოლო დაბომბვის დროს „580 დრონზე და 40 რაკეტაზე მეტი“ გამოიყენა, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა „უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების“ საჭიროება.
„ჩვენ ზუსტად ამით ვართ დაკავებულები. გერმანიამ უკვე გადასცა [უკრაინას] Patriot-ის სამი სისტემა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ ჩვენი ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით Patriot-ის კიდევ ორ თანამედროვე სისტემას გადავცემთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.
ამასთან ერთად, როგორც მან აღნიშნა, გერმანია ყოველ წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 9 მილიარდ ევრომდე ხარჯავს.