შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფ „ტერორი 18“-თან სავარაუდო წევრობის ბრალდებით გერმანიის სამი მოქალაქე დააკავა.
ინფორმაციას გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 14 და 15 წლის მოზარდებს ბრალად ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. ისინი ბრანდერბურგსა და ქვემო საქსონიაში დააკავეს.
ამასთან გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე ერთდროულად ათი კერძო საკუთრება გაჩხრიკეს.
„ამ ჯგუფის წევრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული წესების ღრმა უარყოფა აერთიანებთ“, – წერია განცხადებაში.
ახალგაზრდებს სავარაუდოდ ბრალად ედებათ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი აქტები, ასევე უცხოელებისა და პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის დაგეგმვა.
გაჩხრიკეს 14 და 16 წლის კიდევ ოთხი მოზარდი, რომლებიც ამ ეტაპისთვის დაკავებულები არიან. მათ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერასა და დაგეგმილი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.