გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ

ბავშვი

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს.

ცოლ-ქმარი სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათს სახლთან მივიდა,  წყვილმა მგზავრობის საფასური გადაიხადა და მანქანიდან გადმოვიდა. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

მძღოლმა მანქანის უკანა სავარძელზე მძინარე ჩვილი ვერ შეამჩნია და შეკვეთების მიღება განაგრძო. პოლიციის განცხადებით, მამაკაცმა მანქანა გააჩერა და საჭმელად წავიდა, ჩვილი კი მანქანაში მოგვიანებით მგზავრებმა აღმოაჩინეს.

მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ჩვილი კი ჯერ საავადმყოფოში შემოწმებაზე წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს დაუბრუნეს.