გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც „ჰამასის“ გარეშე პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს

გაეროში დღეს ლიბანში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო დეკლარაცია, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტის მისაღწევად „რეალურ, დროში განსაზღვრულ და შეუქცევად ნაბიჯებს“ ასახავს, „ჰამასის“ ჩართულობის გარეშე.

რეზოლუციას, რომელიც ასევე მოუწოდებს „ჰამასს“ ყველა მძევალი გაათავისუფლოს და 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას გმობს, 142-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

დეკლარაციაში ნათქვამია: „ღაზაში ომის დასრულების კონტექსტში, „ჰამასმა“ უნდა შეწყვიტოს მმართველობა ღაზაში და გადასცეს იარაღი პალესტინის ავტონომიურ ხელისუფლებას, საერთაშორისო ჩართულობითა და მხარდაჭერით, სუვერენული და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს მიზნის შესაბამისად“.