სუს-ს ოპოზიციის ლიდერშიპში გადმობირებული ჰყავს ადამიანები, იმიტომაც ვართ ამ დღეში და ამიტომ არის ოპოზიცია ასეთი სუსტი - ბაჩო ახალაიას მეუღლე

ბაჩო ახალაია

„სუს-ს ოპოზიციის ლიდერშიპში გადმობირებული ჰყავს ადამიანები, იმიტომაც ვართ ამ დღეში და ამიტომ არის ოპოზიცია ასეთი სუსტი“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი წერს და პოსტს აქვეყნებს.

„კი მეგობრებო, სუს-ს ყველგან ჰყავს თავისი აგენტი, მათ შორის ოპოზიციაშიც, არიან ადამიანები ვინც თანამშრომლობენ ამ რეჟიმთან, მათი ხელით აპირებდნენ მსგავსი ბრიფინგის ჩატარებას უფრო მეტი დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ეს ამორალური ბრალდება.

და არც უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ თუ ყველანი ვთანხმდებით რომ დიქტატურაა ქვეყანაში, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ოპოზიციის ლიდერშიპში ჰყავს გადმობირებული ადამიანები. იმიტომაც ვართ ამ დღეში ამდენი წელი და ამიტომაც არის ოპოზიცია ასეთი სუსტი!“ - წერს ანი ნადარეიშვილი. 

შეგახსენებთ, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული.