სამტრედიაში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა

policiis lenti

სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

„შეჯახებას საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქების მსგავსი. სამწუხაროდ, ქალი ადგილზე დაიღუპა“,- ამბობს წყარო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.