პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული კიდევ ორი პირი დილით გათავისუფლდა. მიზეზად დასახელდა ფაქტი, რომ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. სამი პირიდან ორი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. ერთს ბანერის დაზიანებას ედავებიან.