აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1701931827
სტავროპოლის მხარეში მონობიდან გაათავისუფლეს 29 წლის მამაკაცი, რომელიც როგორც გაირკვა გაიტაცეს და სახლში მუშაობისთვის 12 ათას რუბლად გაყიდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ "მონა" თავისთვის 71 წლის პენსიონერმა ვასილიმ იყიდა.
როგორც მედია წერს, მოხუცმა კაცმა, რომელიც მიხაილოვსკში ცხოვრობდა, მის დამხმარეს არმენს სთხოვა, მისთვის ეპოვა ძლიერი მამაკაცი, რომელიც მას აგარაკზე მუშაობაში დაეხმარებოდა. მალე არმენმა ფერმაში მომუშავე ძლიერი მამაკაცი იპოვა, დაუდარაჯდა მას და ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და პესნიონერის აგარაკზე მიიყვანა.
არმენმა გატაცებულ მამაკაცში პენსიონერს 12 000 რუბლი გადაახდევინა. გაირკვა, რომ ვასილისთვის ეს შემთხვევა პირველი რ ყოფილა, მას მანამდე 43 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალი ჰყავდა ნაყიდი.
პენსიონერი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. ასევე დააკავეს არმენი და ვასილის კიდევ ერთი თანაშემწე, სახელად ივანე. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ასევე ნახეთ:
რატომ აპირებდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს პროტესტის ნიშნად დატოვებას სალომე უშხვანი
"...ბოროტი ადამიანი ვარ" - "ბავშვთა სერიული მკვლელის" საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1701931827