ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
ალექსანდრე თოფურია ბრუნდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ესპანურმა გამოცემამ, El Rocktagono-მაც დაადასტურა, „ელ კონკისტადორი“ 21 ნოემბერს, დოჰაში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს.
ალექსანდრეს მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება - 22 წლის მექსიკელს კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა.
ლუნამ UFC-ში სამჯერ იჩხუბა: ქუანგ ლე და ანჯელ პაჩეკო დაამარცხა, ბოლო ორთაბრძოლაში კი ბრაის მიტჩელთან მახრჩობელა ილეთით წააგო.
ლუნას 3 ჩხუბი ნოკაუტით აქვს მოგებული, 4 ორთაბრძოლაში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, ხოლო ერთხელ - მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება ალექსანდრეს, თოფურია UFC-ში მესამედ იასპარეზებს.
წინა ორ ბრძოლაში მან კოლბი თიქნესსა და ბეკზატ ალმახანს მოუგო.
ცნობისთვის, „ელ კონკისტადორს“ კარიერაში 8 ორთაბრძოლა აქვს გამართული - მის ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა. ალექსანდრემ ბოლოს 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა.