ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ბრალდებული ლილუაშვილიც. მან საბოლოო სიტყვის უფლებით გუშინ პროცესზე ისარგებლა და თქვა, რომ ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.
ლილუაშვილის ადვოკატები საქმეში მტკიცებულებათა არარსებობაზე მიუთითებენ. პროკურორის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლილუაშვილმა ჩაიდინა წარდგენილი დანაშაული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.
ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.