თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილი

პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა და ცხოველთა დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი აღარ შიმშილობს.

შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს დააკავეს. მას საქართველოს პროკურატურამ მუქარის ფაქტზე ბრალდება 3 სექტემბერს წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.