თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, სადაც სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მანამდე კი, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პოლიციელებმა გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის ავტომობილიც.