სამართალდამცველები თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკენ - ვითარება ლისზე

ელიზ

ამ წუთებში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკენ.

კადრებს ადგილიდან ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ ავრცელებს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა 151-ე და 236-ე მუხლებით, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.