„რამხელა უსამართლობაა, მარი, ობლობაში გაზრდილო, ნათელო გოგოვ“ - ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

მარიამ ჩიქავა

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათთან დღეს დილით მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა. დაიღუპა 2 პირი.

როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა უთხრა, დაღუპულები მეზობლები იყვნენ. ორივე მათგანი ზუგდიდის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობდნენ.

„დაღუპული მარიამ ჩიქავაა, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი გოგო. მშობლები ადრე გარდაეცვალა. ბებია და ბიძამ გაზარდეს. ზუგდიდში მუშაობდა და გაჩერებაზე მდგარა... სწორედ მაშინ გაუჩერა მანქანა ბაკურ გაბისონიამ და მოხდა ეს შემზარავი ფაქტი.

„რაც ამქვეყნად ცოდვა-მადლი ტრიალებს, ზეცა როგორ არ შავდება ნეტავ?!“

„რამხელა უსამართლობაა, მარი, ობლად გაზრდილო, ნათელო გოგოვ“,-წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი ბაკურ გაბისონიაა. იგი 47 წლის იყო.

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ორივე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.