ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს 10-მდე პირის საქმე განიხილება თბილისის, სენაკის, რუსთავის და საგარეჯოს სასამართლოებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა მიხეილ ტოტიკაშვილის პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
დღესვე, სასამართლომ განიხილა დავით კვეშელავა - კვაჭაძის საქმე, რომელიც გოჩა ენუქიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 ათასი ლარით დაჯარიმდა. საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ კი 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ქურთიაშვილი. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოფიკო დარბაიძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტის, ანი კაკიაშვილის განცხადებით, უწყებამ დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე მაქსიმალური ოდენობის ჯარიმით იშუამდგომლა, ვინაიდან მან შეურაცხმყოფელი პოსტი და ფოტოილუსტრაცია სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოცემულ საქმეზე იშუამდგომლა მაქსიმალური ოდენობა ჯარიმით, ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან ბატონმა დავით კვაჭაძე-კვეშელავამ არაერთგზის განახორციელა შეურაცხმყოფელი პოსტის და ფოტოილუსტრაციის გამოქვეყნება ბატონი გოჩას მისამართით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით", - განაცხადა ანი კაკიაშვილმა.