ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფა 3 ძირითად ეტაპად განხორციელდება.
ფორმების მიღების ვადები კლასების მიხედვით:
I ეტაპი (პირველკლასელები): 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაყიდვაში იქნება მხოლოდ პირველი კლასის მოსწავლეთა ფორმები. ეს პარტია უკვე სრულად შემოტანილია ქვეყანაში, გადანაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის სარეალიზაციო ობიექტებში და ასევე მომზადებულია დასაწყობებული მარაგები ონლაინ შეკვეთებისთვის.
II ეტაპი (მე-2 და მე-3 კლასელები): ხელშეკრულების თანახმად, ფორმების მეორე ნაკადი საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა.
III ეტაპი (მე-4, მე-5 და მე-6 კლასელები): დარჩენილი ფორმების ჩამოტანა და რეალიზაცია 30 ნოემბრამდე იგეგმება.