საბერძნეთში თვითმფრინავის ძრავში ცეცხლი გაჩნდა, პილოტმა ავარიული დაშვება შეძლო - რა ინფორმაცია ვრცელდება

ავარიული დაშვება

Olympic Air-ის თვითმფრინავი, რომელიც როდოსიდან კარპათოსის მიმართულებით ასრულებდა რეისს, აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემისა და ძრავის სავარაუდო გაუმართაობის (კვამლის/ცეცხლის ნიშნების) გამო როდოსის „დიაგორასის“ აეროპორტში სასწრაფოდ დაუბრუნდა.

ფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე ტექნიკური პრობლემა დააფიქსირეს, პილოტმა პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედა და თვითმფრინავი როდოსის აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ბორტზე 33 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.