კარგი სიახლე რუსთავი-თბილისის მგზავრებისთვის
1788195872
გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას დედა საქართველოშია.
ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. დაურ ბუავას დედას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.
29 აგვისტოს სამართალდამცველებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. პროკურატურამ კადრები გამოაქვეყნა. ცნობილია ქიმიური ექსპერტიზის შედეგიც.
გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ ვალერია კირლიუკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.