ნარენდრა მოდი უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ყოველ დღეს, როდესაც ომი გრძელდება, კაცობრიობა არსებითად ერთი ნაბიჯით უკან იხევს. ამავდროულად მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მთელ კაცობრიობას მშვიდობის რეალურ იმედს აძლევს.

ჩვენ უნდა გადავიდეთ დაუსრულებელი ომიდან ომის, საომარი მოქმედებების დასრულებამდე. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ; ეს მთელი კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.