1771789041
FT: ირანმა რუსეთთან €500 მილიონის ღირებულების საიდუმლო სამხედრო გარიგება დადო
თეირანმა მოსკოვთან 500 მილიონი ევროს ღირებულების საიდუმლო გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ირანისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას აპირებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთი იღებს ვალდებულებას, ირანს 3 წლის განმავლობაში 500 ერთეული „ვერბას“ ტიპის გამშვები სისტემა და 2 500 ერთეული რაკეტა მიაწოდოს. „ვერბა“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემაა და მას ფრთოსანი რაკეტების, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტებისა და დრონების მიზანში ამოღება შეუძლია.
FT-ს ცნობით, იარაღის მიწოდება ირანისთვის 3 ეტაპად იგეგმება, რაც 2027 წლიდან 2029 წლამდე გაგრძელდება, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ვარაუდით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი რუსეთმა ირანს შესაძლოა უკვე გადასცა.










