„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში იმყოფებოდა. ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტის დროს საჩუქრად მამლის ქანდაკება მიიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჯონსონსა და ზელენსკის კერამიკის მამლები ქუჩაში შემხვედრმა ქალმა საჩუქრად გადასცა, როგორც უკრაინის უძლეველი სულის სიმბოლო.
ბევრს ახსოვს, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დანგრეული შენობის კედელზე მიმაგრებული სამზარეულოს კარადა, რომლის თავზე მამლის ქანდაკება იდგა.

როგორც ირკვევა, ის ადგილობრივი მხატვრის, პროკოპ ბედასიუკის სუვენირი აღმოჩნდა, რომელიც კერამუკულ ნივთებზე მუშაობს.
