„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, გამოტოვა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან უკრაინის ომის საკითხზე - ეს ნაბიჯი ევროპულ დედაქალაქებში აღიქმება როგორც სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონის ინტერესი - ჩართოს ისინი კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში - მცირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times.
რუბიო პარასკევს ნაშუადღევს, მიუნხენში, გეგმავდა შეხვედრას გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის ლიდერებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან, თუმცა ბოლო მომენტში შეხვედრა სამუშაო განრიგში წარმოქმნილი უზუსტობების გამო გააუქმა.
„სახელმწიფო მდივანი არ დაესწრება ბერლინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის საკითხზე, იმ შეხვედრების სიმრავლის გამო, რომლებიც მას პარალელურ რეჟიმში აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. „ის რუსეთ-უკრაინის საკითხებს აქ, მიუნხენში გამართულ არაერთ სხვა შეხვედრაზე განიხილავს“.
ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის გაუქმებას „სიგიჟე“ უწოდა. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად დისტანცირდება თავისი ევროპელი მოკავშირეებისგან და ცდილობს, უკრაინას რუსეთთან შეთანხმებისკენ უბიძგოს, რათა თითქმის ოთხწლიანი ომი დასრულდეს.
„აშშ-ის მონაწილეობის გარეშე შეხვედრას შინაარსი აკლდა“, - განუცხადა FT-ს მეორე ევროპელმა მაღალჩინოსანმა.