ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
"მთელი ბოლო კვირის განმავლობაში, ევროპულ დედაქალაქებში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ, რათა მივიღოთ საჭირო მხარდაჭერა სპეციალური ტრიბუნალის წამოსაწყებად, რომელიც რუსულ აგრესიას ეხება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
"ლონდონში, პარიზში, ბერლინში ვარშავასა და სხვა დედაქალაქებში ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს და პარტნიორების მხარდაჭერის აკუმულირებას ვახდენთ. დარწმუნებული ვარ, ტრიბუნალი იქნება და სამართალი იზეიმებს", - განაცხადა ზელენსკიმ.