ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

ევროკომისია

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

„სრულიად ცხადია, რომ ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ერთი კმაყოფილი დამკვირვებელია და ეს აგრესორია“, - განაცხადა პინიომ უკრაინასა და პოლონეთს შორის დავის შედეგების კომენტირებისას.

პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25-26 ივნისს გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას არ დაესწრება, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის სიგნალია. თუ რაიმე ვისწავლეთ უკრაინაში ამ გაუმართლებელი ომის პირობებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის ის, რომ ერთიანობა ჩვენი უძლიერესი იარაღია“, - დასძინა მან.

პაულა პინიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაფერი, რაც ამ ერთიანობას ძირს უთხრის, მათ შორის დავები, ამ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოსა და უკრაინას შორის, სასარგებლო არ არის“.