დაკავებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია
1761840541
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საგანგებო გეგმები უნდა შეადგინოს რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის მოსამზადებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
„პუტინი აგრძელებს ენერგიის იარაღად გამოყენებას. გაზის მიწოდების შემცირება ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს შეეხო. ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია ევროკავშირის დონეზე. ევროკომისია მალე წარადგენს საგანგებო გეგმას. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ერთიანი ბაზარი და სამრეწველო მიწოდების ქსელები შეფერხებისგან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.