ევროკომისიამ „სოკარის“ მიერ იტალიური კომპანია „იტალიანა პეტროლის“ შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა

„სოკარი

ევროკომისიამ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ იტალიური კომპანია „იტალიანა პეტროლის“ შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, გარიგების შესწავლის შედეგად ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ტრანზაქცია არ მოდის წინააღმდეგობაში ევროპაში მოქმედ კანონმდებლობასთან და წესებთან.

კონტრაქტის თანახმად, რომელიც 2025 წლის სექტემბერში გაფორმდა, აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას ექნება უფლება, „იტალიანა პეტროლის“ აქციების 99,82% შეისყიდოს.

„იტალიანა პეტროლი“ იტალიაში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, რომლებსაც წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ნედლეულის გადამუშავება შეუძლიათ. ასევე კომპანია ფლობს საცალო გაყიდვებს ქსელს, რომელიც 4 500-მდე ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს და აქტიურად მონაწილეობს ლოგისტიკურ ჯაჭვში, მათ შორის ახორციელებს საავიაციო საწვავის, საპოხი მასალებისა და ბიტუმის სადისტრიბუციო მიწოდებას.

გარიგება საბოლოოდ სავარაუდოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.