განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ევროკომისია მიმდინარე თვეში წარადგენს გეგმას, რომელიც წლის ბოლომდე რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა.
კადრი სიმსონის თქმით, ევროკავშირმა მიმართა გაზის ყველა ძირითად მიმწოდებელს, რათა დაეხმარონ ევროკავშირს რუსული გაზის ალტერნატივით ჩანაცვლებაში. გეგმა ასევე ითვალისწინებს გაზის ჩანაცვლებას განახლებადი ენერგიით ან ენერგიის დაზოგვას, სადაც ეს შესაძლებელია.