ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
1769708612
"გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთს, გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ დგამს ბელგრადი ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მას ევროკავშირში წევრობისგან აშორებს", - ამის შესახებ იუწყება სერბეთის მაუწყებელი RTS.
მარტა კოსს მიაჩნია, რომ სერბეთის მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და ის საპირისპირო მიმართულებით მიდის.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, მარტა კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთის ეროვნულ ასამბლეას, რაც შეიძლება მალე გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს და ისინი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი გახდეს და ამაზე მუშაობას არ შევწყვეტ", - დასძინა კოსმა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, "როდესაც ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის კანდიდატია, და სერბეთი არის, ჩვენ ველით, რომ ის ევროპული ღირებულებების შესაბამისად მოიქცევა. ეს სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ცვლილებები ძალიან სწრაფად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული".
ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოების პროცესში ახალი დინამიკა შეინიშნება, რომელშიც ალბანეთი და მონტენეგრო ნამდვილად სწრაფად მიიწევენ ევროკავშირში წევრობისკენ, ხოლო სერბეთი საპირისპირო მიმართულებით მიდის.
"გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რისი ნახვაც ჩვენ არ გვინდა", - განაცხადა კოსმა.