წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს აინტერესებთ, როდის შეიძლება, აღდგეს „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობა.
ზელენსკის თქმით, ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან განიხილება.
„ბოლო სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ უკრაინამ ევროკავშირის პრეზიდენტებს უნდა მიაწოდოს აღდგენის შესაძლო თარიღი, ტექნიკური პროცესების გათვალისწინებით. ჩვენი „ნაფტოგაზი“ ამაზე მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, „ნაფტოგაზისგან“ მიღებული ინფორმაციით, ნავთობის მიწოდების განახლება შესაძლებელია დაახლოებით ორ თვეში, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს მხოლოდ მიწოდების განახლებას გულისხმობს, რაკეტებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ცენტრალური ევროპის უმსხვილესი რეზერვუარის აღდგენა ცალკე საკითხია.
ცნობისთვის, უკრაინის გავლით „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში იანვრის ბოლოდან შეჩერებულია. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს „დრუჟბის“ მილსადენით საწვავის მიწოდებას.