Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

ზელენსკი

ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews.

ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ 210 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული, რომელთა ძირითადი ნაწილი ბელგიაშია განთავსებული.

„უკრაინა დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას როგორც გადაუდებელ, ისე გრძელვადიან ჭრილში საჭიროებს. ევროკავშირმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უნდა უზრუნველყოს კიევისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და სისტემური დახმარების გაგრძელება არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.

წერილის ინიციატორი შვედეთი იყო, ხოლო მას ხელი ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და პოლონეთმა მოაწერეს. ეს შემადგენლობა ჩრდილოეთ, დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის წარმოსაჩენად შეირჩა.

წერილის ადრესატები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი არიან. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ამჟამად ირლანდიას აქვს გადაბარებული.