Euractiv: ევროკავშირი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის გეგმებს ადასტურებს

Euractiv

ევროკავშირი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის გეგმებს ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხება მიგრაციის საკითხებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიგრაციის დეპარტამენტი, თანამშრომლობს შვედეთის იუსტიციის სამინისტროსთან „თალიბანის” წარმომადგენლებთან შემდგომ საკითხებზე პოტენციური ტექნიკური შეხვედრის მოსამზადებლად.