1793218619
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამდღიანი გლოვაა
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამდღიანი გლოვა დაიწყო.
ამასთან, დღეს მატარებლის მემანქანეები გაფიცვას გამართავენ. პროფკავშირის განცხადებით, აქცია რკინიგზის უსაფრთხოების დასაცავად ტარდება.
„ბიბისი“ ავარიის დეტალებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, მადრიდიდან სევილიისკენ მიმავალი ორი სწრაფმავალი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა. პირველი, კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებელი, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა, კომპიუტერული გაუმართაობის გამო გზაში გაჩერდა.
ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს თქმით, ასეთ შემთხვევაში მატარებლების მართვას მადრიდის 24-საათიანი ცენტრი იღებს თავის თავზე. მისივე განმარტებით, ცენტრმა „აუხსნელი“ გადაწყვეტილება მიიღო და მატარებლებს სიჩქარის შეზღუდვის გარეშე გზის გაგრძელება დაავალა. შედეგად, უკან მომავალი სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელი, რომელშიც 397 მგზავრი იმყოფებოდა, გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს უკნიდან დაეჯახა. დაიღუპა, სულ მცირე, 68 ადამიანი. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი ჯერ ისევ არ არის იდენტიფიცირებული.












