შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კავკასიის ისტორია თურქეთის ისტორიაცაა და ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობას, მომავალ თაობებს დაუტოვონ რეგიონი, სადაც ისინი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იცხოვრებენ.
ერდოღანმა კავკასიის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა და წარმატება უსურვა კონგრესს, რომელმაც მეცნიერებსა და მონაწილეებს სასაზღვრო ქალაქ იღდირში მოუყარა თავი.
„კავკასიის ისტორია - ჩვენი ისტორიაცაა. საუკუნეების განმავლობაში ვიზიარებდით ამ რეგიონის სიხარულსა და მწუხარებას. დღეს ჩვენს მხრებზე დევს პასუხისმგებლობა, რომ საერთო ისტორიის ძალაზე დაყრდნობით, მომავალ თაობებს დავუტოვოთ რეგიონი, სადაც ისინი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იცხოვრებენ. ამ სულისკვეთებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, პრინციპი „ერთი ერი - ორი სახელმწიფო“ მოკავშირეობრივი ურთიერთობების დონეზე ავიყვანეთ და ის შუშის დეკლარაციით განვამტკიცეთ. შუშაში, ფიზულისა და ლაჩინში მოფრიალე აზერბაიჯანის დროშა თურქეთის სიამაყეცაა. როგორც ყარაბაღში გამარჯვების სიხარული გავიზიარეთ ერთად, მომავალშიც იმავე სიმტკიცით ვიმუშავებთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ზანგეზურის დერეფნის გახსნით, აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განმტკიცდება, ხოლო თურქეთსა და თურქულ სამყაროს შორის მიმოსვლა ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. გვჯერა, რომ აბრეშუმის გზის მარშრუტებზე ვაჭრობის გამოცოცხლება, თანამშრომლობის გაფართოება და ადამიანური კავშირების განმტკიცება სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასია უნდა იქცეს რეგიონად, სადაც მყარი მშვიდობა დაისადგურებს, მეზობლები ივაჭრებენ და თითოეული ქვეყანა საერთო კეთილდღეობიდან თავის წილს მიიღებს.