პროკურატურა კადრებს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ფიგურირებენ
1770722243
იმ დღეს, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ დაგვჭირდება ევროპაში რუსეთთან ერთად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონს სურს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის „ორგანიზება“ ევროპელებთან ერთად, „ძალიან ბევრი თანამოსაუბრეს“ გარეშე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვთან აღადგინა დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე.
„ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება და ის ჩვენს კართანაა. იმ დღეს, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ რუსეთთან ერთად ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება“, – აღნიშნა მაკრონმა.