1769975663
„ეფშტეინის ფაილებთან“ დაკავშირებული სკანდალის გამო, ვაჭრობის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი და შტატებში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პარტიას ტოვებს
ვაჭრობის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი და შტატებში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი "ლეიბორისტულ პარტიას" ტოვებს. მიზეზი, ეფშტეინის ფაილებთან დაკავშირებული სკანდალია.
როგორეც მედია წერს, გამოქვეყნებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ მან ამერიკელი ბრალდებული ფინანსისტისგან, სავარაუდოდ, 75 000 დოლარი მიიღო.
"ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილში პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას ფულის მიღების საქმესთან დაკავშირებით "არავითარი ჩანაწერი და მოგონება არ გააჩნია", ბრალდებებს კი "გაყალბებულად" მიიჩნევს.
"არ მსურს "ლეიბორისტულ პარტიას" ზიანი მივაყენო, ამიტომ ვტოვებ მის რიგებს", - წერს მანდელსონი.










