„ძველი მე ციხეში მოკვდა, ახალი მე დაიბადა" - Puff Daddy ციხეში ალკოჰოლის სმის დროს გამოიჭირეს - მედიაში რეპერის უახლესი ფოტოები ვრცელდება

Puff Daddy

Puff Daddy იგივე შონ დიდი ქომბსი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამერიკელი რეპერი ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში იმყოფება. ცოტა ხნის წინ გამოცემა „TMZ"-მ  ქომბსის ვიდეო გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ის დაწესებულების ეზოში სეირნობს. გამოცემის ცნობით, რეპერი ციხეში ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ წლებია ფხიზელი იყო. 

უცხოურმა მედია Puff Daddy-ის მიერ ციხეში დაწერილი წერილიც გაავრცელა, სადაც ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:

„ძველი მე ციხეში მოკვდა, ახალი მე დაიბადა. ციხე ან შეგცვლის, ან მოგკლავს, მე ცხოვრება ავირჩიე“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში გადაყვანის შემდეგ, ქომბსმა ციხის სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ რეპერს 50 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

 

 

Diddy ალკოჰოლური სასმელითგამოიჭირეს, ცნობილი ხდება, რას საქმიანობსსკანდალური არტისტი ციხეში