1762890594
„დაელოდეთ, ეკლესიაში ანთებული სანთელი ბოლომდე ჩაიწვას და მერე წადით...“ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება
ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ ეკლესიაში ანთებული სანთელი, შესაძლოა, ვინმემ თავისი ცუდი განზრახვისთვის გამოიყენოს, ამიტომ სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება, ადგილი არ უნდა დავტოვოთ.
„ეკლესიაში რომ მიდიხართ, ყველა სანთელს ანთებთ... ძალიან ბევრი რიტუალი კეთდება, ბევრი ჯადო და ყველაზე ძლიერი სანთელი ეკლესიიდან მოპარულია... თქვენ როცა აანთებთ სანთელს და მიდიხართ, შეიძლება, მოვიდეს ნებისმიერი პრაქტიკოსი და მოიპაროს... ჩემი რჩევა იქნება, როცა ეკლესიაში სანთელს ანთებთ, დაელოდეთ, ბოლომდე ჩაიწვას და მერე მშვიდად წადით. თუ დატოვეთ და ვინმემ მოიპარა, ის ყველაფერი რაც გაკეთდება, ცუდი ენერგია და ნეგატივი, თქვენზე გადმოვა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.










