ელ-ნინიო უკვე აქ არის ! - მისი გავლენა შესაძლოა უპრეცედენტო აღმოჩნდეს
1784404642
ძლიერი სიცხის გამო იტალიის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგა. ბიზნესის, ტურიზმისა და მომსახურების კონფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული პრობლემებით, ქვეყანას 6-დან 12 მილიარდ ევრომდე ზარალი მიადგა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, თუ ცხელი ამინდი კიდევ ერთიდან ორ თვემდე შენარჩუნდება, ზარალთან ერთად ქვეყანაში ენერგომატარებლებზე ფასების მატება, წარმოების დაქვეითება და ბრუნვის შემცირება მოხდება. ექსტრემალური სიცხე დამატებით ზარალს მიაყენებს ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებს.