რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის.
საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი დადგენილებები პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს გამოიცა.
ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება და მასზე სახელმწიფო კონტროლს სწორედ ეს უწყება განახორციელებს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ორივე დადგენილება 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.