ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
1784572840
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ერთადერთი გოლის ავტორმა, ფერან ტორესმა მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„ეს გოლი ეკუთვნის 47 მილიონ ადამიანს, მხოლოდ ჩემი არაა. ისტორია დაიწერა, ეს მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო. ყველა ფინალი რთულია. როცა ეთამაშები გუნდს, რომელსაც ლიონელ მესი ჰყავს, ყოველთვის ნერვიულობ, მაგრამ საკუთარ თამაშზე ვიყავით დამოკიდებულები და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დონე. გოლი ჩემთვის დიდი შვებაა. მსოფლიო ჩემპიონატზე მკაცრად მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ისტორია დაწერილია. მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის მაძლევს ძალას, არ გავჩერდე. ვინც ყველაზე მეტს იმსახურებს, ღმერთ იმას აჯილდოებს. არგენტინა ასეთ თამაშს გეგმავდა, განსაკუთრებით წითელი ბარათის შემდეგ, მაგრამ ჩვენ მშვიდად ვმოქმედებდით“, - განაცხადა ფეხბურთელმა.
ფინალში ერთადერთი გოლი 106-ე წუთზე ნიკო უილიამსის პასით ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოქრო მოუტანა.