„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდები ელ-ნინიო უკვე დაიწყო და, როგორც ჩანს, მოლოდინებს ამართლებს.
გაზაფხულზე კლიმატოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში „ელ-ნინიო“ განვითარდებოდა.
დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი კლიმატური მოდელი მიუთითებდა, რომ შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“ ჩამოყალიბებულიყო. თუმცა მეცნიერები მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ჯერ ნაადრევი იყო.
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ივნისის ყოველთვიურ ანგარიშში ელ-ნინიოს შესახებ გაფრთხილება გამოქვეყნდა. სააგენტომ დაადასტურა, რომ წყნარი ოკეანის იმ მონაკვეთში, რომელიც Niño 3.4-ის სახელითაა ცნობილი, წყლის ტემპერატურა უკვე საკმარისად გაიზარდა, რაც ელ-ნინიოს ოფიციალურად დაწყებას ნიშნავს.
„ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. უკვე ძალიან ძლიერი ელ-ნინიოს ზღვარზე ვართ და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოსთვის სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ“, - აცხადებს კლიმატოლოგი ზეკე ჰაუსფატერი.