„სასტუმროში მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთი...“ - რას წერს ადვოკატი
1784478173
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაზარალებულს 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეუსრულებია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.