ფიფამ 2026 წლის მუნდიალიდან რეკორდული, 15 მილიარდიანი შემოსავალი მიიღო

ფიფა

აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გამართულმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) უპრეცედენტო ფინანსური მოგება მოუტანა. ორგანიზაციის შემოსავალმა 15 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მკვეთრად აღემატება თავდაპირველ მოლოდინს.

ფედერაცია საწყის ეტაპზე 11 მილიარდი დოლარის გამომუშავებას ვარაუდობდა, თუმცა გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბილეთებისა და ჰოსპიტალითი (პრემიუმ კლასის მომსახურების) სექტორში გაჩენილი უზარმაზარი მოთხოვნის გამო. შემოსავლების ასეთ ზრდაში უდიდესი როლი ითამაშა ბილეთების მეორადმა ბაზარმა (გადაყიდვებმა), სადაც ფიფა საკომისიოს სახით ტრანზაქციის 15%-ს იღებს როგორც მყიდველისგან, ისე გამყიდველისგან.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველი 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი სტარტი 11 ივნისს აიღო და დღეს, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსიში, არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებების გრანდიოზული ფინალური მატჩით სრულდება.