ძაღლის აყვანის მსურველმა ქალმა ადგილობრივ თავშესაფარში ორი წლის წინ დაკარგული თავისი ოთხფეხა მეგობარი აღმოაჩინა  

ძაღლი

აშშ-ში ქალმა ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ვებგვერდზე 2 წლის წინ დაკარგული თავისი ძაღლი აღმოაჩინა. ამის შესახებ ABC იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აიშა ნივესმა ძაღლი სახელად კოვუ თავშესაფრიდან მაშინ აიყვანა, როცა ის სულ რაღაც 7 კვირის იყო, მაგრამ 2019 წელს მისი სახლის ღობეს სატვირთო მანქანა შეეჯახა. ღობე დაინგრა და კოვუ სახლიდან გაიქცა.

აიშა ძაღლს დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. 2 წლის შემდეგ მან თავისი შვილებისთვის ახალი ოთხფეხა მეგობრის მოყვანა გადაწყვიტა და ადგილობრივი თავშესაფრის ვებგვერდის დათვალიერება დაიწყო. სწორედ მაშინ შეამჩნია კოვუს ფოტო.

როგორც გაირკვა, კოვუ გაქცევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცხოველთა დაცვის ადგილობრივმა ორგანიზაციამ იპოვა და რამდენიმე თვეში გააჩუქა. თუმცა ოჯახმა, რომელშიც ძაღლი მოხვდა, ის თავშესაფარში დააბრუნა, რადგან მათ გასახლება ემუქრებოდათ.

აიშასა და კოვუს შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.